საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა აქციას მართავს

საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აქციას მართავს.

მისი თქმით, დღევანდელი აქციით სურს შეახსენოს მღვდელმთავრებს ის, რომ დეკანოზის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში დააყენონ. მისი თქმით, “დეკანოზი გიორგი მამალაძე 4 წელია ივანიშვილის და პატრიარქის ტყვეობაშია”.

ამასთან, საპატრიარქოში შესვლამდე თორნიკე მამალაძე ჰოლანდოა-დანიის ეპისკოპოსს გაესაუბრა და მღვდელმთავარს ჰკითხა, დააყენებს თუ არა პირადად, დღევანდელ სხდომაზე მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე საკითხს. მეუფემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არ არის.

ამასთან, აღნიშნა, რომ საქმის კურსშია იმაზე, რომ ოჯახი კომისიის შექმნას ითხოვს, თუმცა საკითხში ბოლომდე გარკვეული არ არის.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი – რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების 100 წლისთავი ფართოდ უნდა აღინიშნებოდეს
შემდეგი სტატიატყიბულში, შახტში მყოფი ერთი პირი შეუძლოდ გახდა