გიორგი კანდელაკი – რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების 100 წლისთავი ფართოდ უნდა აღინიშნებოდეს

ზუსტად ასი წლის წინ, 1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა დამოუკიდებელი და სართაშორისოდ აღიარებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო და ქვეყანაში ხუთი სხვადასხვა მიმართულებიდან შემოიჭრა.

ამ მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღის აღსანიშნავად, ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა მოსწავლე-ახალგაზრდობის (პირველი რესპუბლიკის) სასახლის წინ საზოგადოებას 1921 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს ფაქტიური საზღვრების დაზუსტებული რუკა წარუდგინა.

„პირველ რიგში აღვნიშნავ რომ ეს თარიღი მთელს ქვეყანაში ფართოდ უნდა აღინიშნებოდეს. დღიდან 25 თებერვლის ჩათვლით ყოველდღე უნდა იმართებოდეს ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენს საელჩოებში რადგან ის რაც მოხდა 11 თებერვლიდან 17 მარტამდე, როცა საქართველოს სრული ოკუპაცია მოხდა, განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ბედი მე-20 საუკუნის განმავლობაში.

ამავე დროს, წარმოდგენილი რუკა გვაჩვენებს თუ რა ტერიტორიაზე ვრცელდებოდა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის იურისდიქცია და ეფექტური კონტროილი საბჭოთა რუსეთის აგრესიის დაწყების მომენტისათვის, რომელიც როგორც ცნობილია იოსებ სტალინის ინიციატივით დაჩქარდა. ეს რუკა გვაჩვენებს თუ რომელი ტერიტორიები გადაეცათ საქართველოს მეზობლებს იოსებ სტალინის პირადი მითითებითა და ინიციატივით: ესენია ართვინის და არდაღანის პროვინციები თურქეთს, ლორე სომხეთს, ივრისპირეთი, სადავო ზაქათალა და ყარაიას ველი აზერბაიჯანს რომელზე მოხვდა კიდეც დავით გარეჯის კომპლექსის მცირე ნაწილი. როგორც ცნობილია 1991 წლის შემდეგ საქართველოს ყველა მთავრობა ცდილობდა ამ ნაწილის სხვა ტერიტორიაში გაცვლას რის გამოც ის არ არის შეთანხმებული.

როგორც ცნობილია 1991 წელს ყველა საბჭოთა რესპუბლიკამ ესტონეთიდან დაწყებული ტაჯიკეთით დამთავრებიული, მათ შორის საქართველომ, დამოუკიდევლობა სწორედ 1991 წლის საბჭოთა ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში გამოაცხადა. იმ ფაქტს რომ საერთაშორისო სამართლის ეს ფუნდამენტური გარემოება საჯარო დისკუსიაში მივიწყებულია ქართული ოცნება უბრალოდ ბოროტად იყენებს და აქტიურად მონაწილეობს ჰიბრიდული ომის ამ ოპერაციაში რომლის მიზანიცაა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვა პატრიოტულ საკითხზე, ფოკუსის გადატანა რუსული ოკუპაციიდან სხვა პრობლემაზე, ურთიერთობების გაფუჭება აზერბაიჯანთან და პროდასავლური ძალების დისკრედიტაცია. ამავე დროს, ისიც კანონზომიერია რომ ქართული ოცნება, როგორც კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მემკვიდრე, ცხადია არაფერს ამბობს იმის შესახებ თუ ვისი ინიციატივით ჩამოეჭრა ეს ტერიტორიები საქართველოს.“ განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშითეა ახვლედიანი – ზაზა გახელაძის უკანონოდ დაპატიმრების საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა აყვანილი
შემდეგი სტატიასაპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა აქციას მართავს