საპატრიარქოში გარკვეული ჯგუფები ილია მეორეს გადადგომას აიძულებენ – თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

საპატრიარქოში გარკვეული ჯგუფები ილია მეორეს გადადგომას აიძულებენ – განცხადებას ამის შესახებ თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აკეთებს.

მისი ინფორმაციით, პატრიარქი ზეწოლის ქვეშაა და მას გადადგომის კონკრეტული ვადაც დაუსახელეს. ეს ხვალ, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, უნდა მომხდარიყო.

საპატრიაქროდან გამოჟონილი ინფორმაციის საფუძველზე, თეოლოგი აცხადებს, რომ ეს მეუფე შიოს პატრიარქად კურთხევის ერთადერთი გზაა და ზეწოლაც სწორედ ამას უკავშირდება.

„კონფიდენციალურმა წყარომ, თანაც არაერთმა, მაცნობა კათალიკოს პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებულ შეთქმულებაზე, რომელსაც აწყობს საქართველოს საპატრიარქოს სამდივნოს თანამშრომელთა გარკვეული კოლეგია და ამავდროულად იერარქიის წარმომადგენლებიც, რომელთაც სურთ, რომ დაჩქარებული წესით მოხდეს მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობაზე არჩევა, რადგან ისინი თვლიან, რომ უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქის სიცოცხლეში მას ბევრად უფრო მეტი შანსები აქვს, ვიდრე გარდაცვალების შემდეგ,“ – განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.

ტიგინაშვილის თქმით, პატრიარქის გადაყენებით რამდენიმე გავლენიანი ბიზნესმენია დაკავებული.

banner
წინა სტატიაშილევან ყიფიანმა სარდაფში ჩაყვანის ეპიზოდი ივანიშვილთან განიხილა – კიდევ ერთი ახალი სკანდალური ჩანაწერი
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – როდესაც არ ტოვებ საკუთარ პატარა ბავშვს უცხო ქვეყნის ციხეში, ეს არის მაგალითი სხვა დიდი ქვეყნებისთვის, ორი-სამი წლის ბავშვების ადგილი ციხეში არ არის