ლევან ყიფიანმა სარდაფში ჩაყვანის ეპიზოდი ივანიშვილთან განიხილა – კიდევ ერთი ახალი სკანდალური ჩანაწერი

კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი სახელმწიფო რეკეტის საქმეში – ინფორმაციას კურიერი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, არსებობს კიდევ ერთი ჩანაწერი,რომელიც სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის, სარდაფში ჩაყვანის ეპიზოდს ეხება.

ჩანაწერში ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, მხრიდან ზეწოლის დეტალებს სპორტის ყოფილი მინისტრი ყვება და ასევე იხსენებს, რომ მან ეს თემა ბიძინა ივანიშვილთანაც განიხილა.

რა რეაქცია ჰქონდა ყოფილ პრემიერმინისტრს თავდასხმაზე და რატომ არკვევდა ბიძინა ივანიშვილი, ვინ შეიგინა პირველად – ლევან ყიფიანმა თუ ოთარ ფარცხალაძემ, ახალი სკანდალური ჩანაწერები 21:00 საათზე შაბათის კურიერში გამოქვეყნდება.

banner
წინა სტატიაშიჯორჯ კენტი – მე ვარ საქართველოში როგორც საქართველოს მეგობარი და მივესალმებით დიალოგსა და თანამშრომლობას ეკლესიასთან
შემდეგი სტატიასაპატრიარქოში გარკვეული ჯგუფები ილია მეორეს გადადგომას აიძულებენ – თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი