,,საპატრიარქოს ტერიტორია არის სულიერი სიმშვიდის, რომ შედიხარ სულ სხვა ძალით გამოდიხარ, დამშვიდებელი”

ეს ტერიტორია არის სულიერი სიმშვიდის, რომ შედიხარ სულ სხვა ძალით გამოდიხარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შვილმკვდარმა მამამ, ზაზა სარალიძემ საპატრიარქოსთან, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ზაზა სარალიძის თქმით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ზიარების შემდეგ, უწმინდესმა საპატრიარქოში ტრაპეზზე მიიწვია.

სარალიძე მეუღლესთან ერთად საპატრიარქოში დაახლოებით ორი საათი იმყოფებოდა, უწმინდესმა იგი ხატებით დაასაჩუქრა.

ზაზა სარალიძის თქმით, პატრიარქთან ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

„კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით არაფერი გვისაუბრია. თავად უწმინდესმა დღეს დამპატიჟა ტაძარში, სადაც პირველად ვეზიარე და იქედან სადილზეც დამპატიჟა. ცხოვრების მანძილზე დღეს უკვე მეოთხედ ვარ პატრიარქთან, პირველად ჩემი გვარის დალოცვაზე ვიყავი. ძალიან დიდი ძალა გადმოვიდა ჩემზე, სიმართლე რომ გითხრათ, ეს ტერიტორია არის სულიერი სიმშვიდის, რომ შედიხარ სულ სხვა ძალით გამოდიხარ, დამშვიდებული“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია ფოთის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო
შემდეგი სტატიასაქართველოს ელჩი – ირანულ მხარეს მიაჩნდა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრი ირანელი არ შემოუშვეს