საპატრიარქო: ზოგადი ქადაგებიდან რატომ ამოიკითხეს სააკაშვილი? ბოროტებასთან პარალელი გაავლეს

გუშინდელი გადაცემით, ნიკა გვარამიამ ის ნავი, რომელშიც სხვებთან ერთად იჯდა, პირდაპირ შეახეთქა კლდეს, პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას, ჩვენ ვნახეთ იქ გამოთქმული მრავალი ეპითეტი, რომელიც ამას მოწმობს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

ამასთან, დეკანოზმა ისაუბრა ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მეუფე შიოს საკვირაო ქადაგებისას გაკეთებულ განცხადებას ეხება.

„ქადაგებაში, სადაც არ იყო დასახელებული არც პარტია, არც ციხე და არც პატიმრობა, რატომ ამოიკითხა ნიკა გვარამიამ მაინცდამაინც მიშა სააკაშვილი?! ბოროტება ვახსენეთ და მან პარალელი სააკაშვილთან გაავლო. თუკი ისინი ეყრდნობიან იმ კრებსებს, რომელთა მოხმობაც გადაცემაში ძალიან უსუსურად სცადეს, ეკლესიის შეთქმულება ძალიან კარგად იხატება იქ.ეს არის გოჩა ბარნოვის ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ხელმძღვანელობს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ გადაცემებს „მთავარ არხზე“, „TV პირველსა“ და „ფორმულაზე“. ეს არის ეკლესიასთან ბრძოლის ერთობლივი პროექტი. გადაცემაში, გოჩა სწორედ საუბრობდა, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, საპატრიარქოზე შტურმსა და მღვდელმთავრების დაპატიმრებაზე.

გუშინ გადაცემაში მიწვეული ახალგაზრდა კაცი ამ ადამიანებმა მიიყვანეს იქამდე, რომ თვითონვე ეძახიან თინეიჯერ ბინ ლადენს. მე გულით მეცოდება ადამიანი, რომელსაც ამ მდგომარეობამდე მიიყვან. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ხელისუფლების ცვლილებას უკავშირებს პირდაპირ ტერორს, ეს არის დაანონსებული ტერორი, ამიტომ ვამბობ, რომ ეს იყო ნიკა გვარამიას ძალიან დიდი შეცდომა თავისივე მომხრეების წინაშე და ვფიქრობ, რომ პარალელი კარგად გაივლება იმ კრებსებში, რომელსაც ესენი მოიხმობენ ხოლმე ძალიან ხშირად. სწორედ საპატრიარქოს შტურმზე და მღვდელმთავრების დაპატიმრებაზე საუბრობს იქ თავის მოაზრეებთან ერთად გოჩა ბარნოვი“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

banner
წინა სტატიაშინაყოფია – მიხეილ სააკაშვილი არის შესანიშნავ ფორმაში
შემდეგი სტატიააშშ-ის თავდაცვის მდივანი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდა