ნაყოფია – მიხეილ სააკაშვილი არის შესანიშნავ ფორმაში

ნაყოფია მელიაზე

ყველაზე კარგ ფორმაში როცა მინახავს მიშა, ასეთი ვიხილე და ძალიან კმაყოფილი ვარ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მხარდამჭერების მისამართით სააკაშვილის გზავნილია, რომ ბოლომდე იბრძოლონ.

„მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მხნედ, შესანიშნავ ფორმაში. ვუთხარი, მშურს-მეთქი შენი, რა თქმა უნდა, ცოტა გამხდარია და ამიტომ. ძალიან ძლიერია და მაგარ პოლიტიკურ ფორმაშია. ბევრად მეტად ბრძოლისუნარიანი მომეჩვენა. ყველაზე კარგ ფორმაში როცა მინახავს მიშა, ასეთი ვიხილე და ძალიან კმაყოფილი ვარ. გზავნილი არის ბრძოლა, ბრძოლა ბოლომდე. თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ, იქნება ემიგრაციაში თუ საქართველოში, უნდა იბრძოლოს გამარჯვებამდე. მოუწოდა ემიგრანტებს, რომ მაქსიმალურად ჩამოვიდნენ არჩევნებზე, მაქსიმალურად მობილიზებული იყვნენ, რომ 30-ში არჩევნები ვერ მოიპაროს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. ამავე დროს ამბობს, რომ აქციები პერმანენტული უნდა იყოს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – კოლინ პაუელის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისთვის, მისი ღვაწლი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისთვი
შემდეგი სტატიასაპატრიარქო: ზოგადი ქადაგებიდან რატომ ამოიკითხეს სააკაშვილი? ბოროტებასთან პარალელი გაავლეს