საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კონფლიქტის ზონის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის წევრებმა თემურ ხუბულურმა და იოსებ მაკრახიძემ, ასევე, პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის ზონის სოფელ ზარდიაანთაკარის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს.

პარლამენტის წევრებმა ქართულ და ოსურ ოჯახებს საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გაეცნენ და მათ დახმარება აღუთქვეს. პარლამენტის წევრებმა სოფელ ზარდიაანთაკარში მდებარე ქართული საგუშაგოების ჯარისკაცებიც მოინახულეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.

„საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ზარდიაანთკარში მივულოცეთ შობა და ახალი წელი მოსახლეობას, იმ ბიჭებს, რომლებიც პოსტზე დგანან ვაჟკაცურად. არის საკითხები, რომელიც უნდა გადაწყდეს. რიგი საკითხებისა მოგვარებულია, სოფელში გაზიც შემოყვანილია, მაგრამ მთავარი თემა მაინც, რასაკვირველია, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრების სიმძიმეა. ამ სიმძიმის შესამსუბუქებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ყველას ვულოცავ, ამ სოფელსაც, ქართლსაც და საქართველოსაც შობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა ილია მეორეს შობა მიულოცა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულების საგანგებო რეჟიმზე გადასვლას სასწავლო პროცესის დაწყებას უკავშირებს