საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს. ვიზიტის ფარგლებში პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრები გაიმართება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმდჯომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

ზამთრის სესიის პერიოდში დელეგაციის წევრები თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან, საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან ვოიცეხ სავეცკისთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პედრო აგრამუნტთან და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან შეხვედრებს გამართავენ.

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში 27 იანვრამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიაფხაზ და ოს ძმებს ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, განსაკუთრებული სტატუსი უნდა შევთავაზოთ – ქუცნაშვილი
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია:თქვენ ჩაიდინეთ დანაშაული და ჩვენი სამხედროს მონაცემები მიეცით მტერს