სანქტ-პეტერბურგში, დღეს მომხდარი აფეთქებების გამო, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტერაქტის შედეგად 7 მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა, ორი – საავადმყოფოში და ერთიც – გადაყვანისას. დაშავებულია 47 ადამიანი, აქედან 39 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ექვსი მათგანის მდგომარეობა უკიდურესად რთულია, დანარჩენების – საშუალო.
მომხდარის შესახებ ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.