„სამთავრობო საათის” ფარგლებში პარლამენტის წინაშე მაია ცქიტიშვილი წარდგება

„სამთავრობო საათის” ფორმატში დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ. ცქიტიშვილი პირველი მინისტრია, რომელიც პარლამენტში მოხსენებით „სამთავრობო საათის” ფორმატში გამოვა.

ე.წ. მინისტრის საათი ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება. “მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტი მიმდინარე წლის განმავლობაში 11 მინისტრს მოუსმენს.

მაია ცქიტიშვილის პარლამენტში მისვლა 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა იმის გამო, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენას ორი სასესიო დღე დაეთმო, ცქიტიშვილის პარლამენტში გამოსვლა 20 თებერვლისთვის გადაიდო.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი დღეს ანგელა მერკელს შეხვდება
შემდეგი სტატია“მე შეიძლება დავტოვო კენჭისყრის შემდგომ უმრავლესობა,” – ბექა ნაცვლიშვილი დღევანდელ სხდომას ელოდება