სალომე ზურაბიშვილი დღეს ანგელა მერკელს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია აუდიენცია გერმანიის პრეზიდენტთან და შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ბოლოს სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელთან გამართავს შეხვედრას და შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობდა. ელისეს სასახლეში მისი და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაარსების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას. შეხვედრის შემდეგ კი, მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე – სავარაუდოდ დაჭრილია კიდევ ერთი პირი
შემდეგი სტატია„სამთავრობო საათის” ფარგლებში პარლამენტის წინაშე მაია ცქიტიშვილი წარდგება