სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ანგარიში – სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს „რუსული კანონის“ მიღების მცდელობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით მომზადებულ პირველ შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც აფასებს, თუ რა გაკეთდა ევროკავშირის მიერ გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა სერიოზული ქმედებები 9 ნაბიჯის შესასრულებლად.

„7 ნაბიჯი ჯერ კიდევ შესასრულებელია. უმნიშვნელო პროგრესია მეორე – ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესების და მეშვიდე – ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაბიჯების თვალსაზრისით. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ამ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებენ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს”, – ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – გამჭვირვალობის შესახებ ჩვენი კანონპროექტი გვეხმარება ნებისმიერი გარე ჩარევის, მათ შორის რუსეთის შესაძლო ჩარევის პრევენციაში
შემდეგი სტატიასპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის და მუქარის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა