სამოქალაქო პლატფორმის – “არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები ქუცნაშვილს სიძულვილის ენის გამოყენებაში ადანაშაულებენ

სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები, საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც დეპუტატმა ლგბტ თემის წარმომადგენლებზე ისაუბრა და თქვა, რომ “საქართველო არ გახდება არასდროს ცისფერების ქვეყანა, ხოლო ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც მათი ლობისტი იქნება პირდაპირ თუ ირიბად, მათ საზოგადოება ამხელს და მიუჩენს იმდენ პროცენტს, რამდენ პროცენტზეც ოცნებობენ”.

სამოქალაქო სექტორი ქუცნაშვილის განცხადებას დისკრიმინაციულს უწოდებს და მიიჩნევს რომ მმართველი გუნდის დეპუტატმა დამამცირებელი ტერმინით მოიხსენიებს ლგბტ თემის წარმომადგენლები.

“აღნიშნული განცხადება შეიცავს სიძულვილის ენას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ. გარდა ამისა, ზ. ქუცნაშვილს აშკარად შეცდომაში შეყავს საზოგადოება და მანიპულირებს ისეთი დელიკატური თემით, როგორიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებია, როდესაც აცხადებს, თითქოს ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში ჩაწერით სახელმწიფო რაღაც საფრთხეს – “ცისფერების ქვეყანად” გადაქცევას – აიშორებს, ხოლო ლგბტ თემის დისკრიმინაციით შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მეტი კეთილგანწყობა დავიმსახუროთ.

ამგვარი არაადეკვატური და სიძულვილით მოტივირებული განცხადებები დეპუტატის მხრიდან განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, ვინაიდან მათ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინონ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, რომელშიც ჰომოფობიური განწყობა ისედაც ძლიერია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო პირებს, თავი შეიკავონ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მოუტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, შელახონ ადამიანის უფლებები და წაახალისონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული,”-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრის შესახებ, მაესტროს ეთერში ისაუბრა.

„კონსტიტუციაში [ქორწინების დეფინიციის] ჩაწერით ჩვენ გზავნილს ვუშვებთ აფხაზეთსა და ცხინვალისრეგიონში, რუსები ძალიან თამაშობენ სერიოზულად ამ თემაზე დაამბობენ, რომ აი, საქართველო გახდა ევროპისასოცირებული წევრი, საქართველომ მიიღო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის უფლება, საქართველომ მიიღოევროპასთან თავისუფალი გადაადგილების უფლება და აი, საქართველო გახდება ცისფერების ქვეყანა და ჩვენსერიოზულ გზავნილს ვაგზავნით ყველგან, რომ საქართველო არ გახდება არასდროს ცისფერების ქვეყანა, ხოლო ისპოლიტიკური ჯგუფები, ვინც მათი ლობისტი იქნება პირდაპირ თუ ირიბად, მათ საზოგადოება ამხელს და მიუჩენს იმდენპროცენტს, რამდენ პროცენტზეც ოცნებობენ ეგენი.“-განაცხადა ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„თამარ ხულორდავასა და სოფიო კილაძის მეუღლეები დროებით მოვალეობის შემსრულებლები არიან“ – თავდაცვის სამინისტრო
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: კარგი იქნება, ყველა კუთხეს და მათ შორის, ჩემს სვანეთსაც პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს