„თამარ ხულორდავასა და სოფიო კილაძის მეუღლეები დროებით მოვალეობის შემსრულებლები არიან“ – თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო თოლორდავას განცხადებით, სოფიო კილაძისა და თამარ ხულორდავას მეუღლეები მათი საკვალიფიკაციო მონაცემების გათვალისწინებით, დანიშნულები არიან დროებითი მოვალეობის შემსრულებლებად გენერალურ ინსპექციაში, განსაკუთრებულ დავალებათა ინსპექტორების პოზიციებზე.

მისი განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა შესაბამისი კონკურსები გაიარეს და საუკეთესო კანდიდატთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას საკონკურსო-საატესტაციო კომისია მიიღებს.

„ევროპული საქართველო“ თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას ნეპოტიზმში ადანაშაულებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა ლევან იზორიას ბრძანება გაასაჯაროვა, ნადირაშვილის განცხადებით, უწყებაში ქართული ოცნების დეპუტატების ოჯახის წევრებს ასაქმებენ.

პარტიის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, მეუღლე გენერალური ინსპექციის ოპერატიულ სამმართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში სკოლაში ჭერი ორპირი ქარის გამო ჩამოინგრა
შემდეგი სტატიასამოქალაქო პლატფორმის – “არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები ქუცნაშვილს სიძულვილის ენის გამოყენებაში ადანაშაულებენ