სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შრომისმოყვარეობის სიმბოლოდ აღიარეს

მას შემდეგ, რაც სამსახურში თმის დამხვევი „ბიგუტებით“ მივიდა – როგორც ჩანს, მოხსნა დაავიწყდა, სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, 54 წლის ლი ჩონ მი ქვეყანის შრომისმოყვარეობის სიმბოლო გახდა, – იუწყება Associated Press-ი. ამ შემთხვევამ მოქალაქეებს 2014 წელი გაახსენათ, როცა თანამდებობიდან გადაყენებულმა პრეზდენტმა, პაკ კინ ხემ, გემ „სეველის“ კატასტროფიდან რამდენიმე საათში რეზიდენციაში სტილისტი მიიწვია, რათა ხალხს მოუწესრიგებელი არ შეხვედროდა.
შეგახსენებთ: დღეს სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ გამოიტანა განაჩენი.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩხეიძე: მოსახლეობის სულ უფრო და უფრო ფართო ფენები ყვება ნეობოლშევიკურ-ანტისაეკლესიო კამპანიას
შემდეგი სტატიასტამბოლში ვეტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი დასახელდა