სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა საფრთხეს უქმნის ყველას უსაფრთხოების ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დარვევა.

„როგორც მოგეხსენებათ, ევროპელმა ლიდერებმა უკვე უმკაცრესად დაგმეს პრეზიდენტ პუტინის გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების აღიარების შესახებ. ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა საფრთხეს უქმნის ყველას უსაფრთხოების ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დარღვევა. ევროპელი ლიდერები კონსულტაციებს უწევენ პარტნიორებს იმის თაობაზე, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით კონსულტაციებს, გავაგრძელებთ კონსულტაციებს საქართველოს ხელისუფლებასთან ორი მიმართულებით – თუ რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის და რა არის შემდეგი ნაბიჯი ამ სიტუაციიდან გამომდინარე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშისამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
შემდეგი სტატია“აღიარებიდან 1 საათში, მასიურად შევიდა ტექნიკა დონეცკსა და ლუგანსკში “