სამეგრელოში სასწრაფო დახმარების 3 ახალი შენობა გაიხსნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. დღეიდან, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდი ჭყონის, სენაკისა და ხობის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

სენაკისა და ხობის რაიონული შენობები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან და ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გახსნა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

ამ დრომდე, სოფ.დიდი ჭყონის, ხობისა და სენაკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ძველ შენობებში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომელთათვის შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა. ახალი შენობები უკვე გაიხნა აბაშასა და მარტვილში, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია ზუგდიდის და ჯვარის სასწრაფო დახმარების შენობებში, ხოლო წალენჯიხასა და ჩხოროწყუში პროცესი მალე დასრულდება.

საქართველოს რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 22 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 31 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშისასწრაფო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს დღეიდან ხელფასები 100 ლარით გაეზარდათ
შემდეგი სტატიაგერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში: ნება მიბოძეთ, გამოვხატო შეშფოთება ქართველი კანდიდატის, ქ-ნი სოფო კილაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების თაობაზე