სასწრაფო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს დღეიდან ხელფასები 100 ლარით გაეზარდათ

სიმბოლურია, რომ დღეს მე თქვენს გვერდით ვარ და მაქვს შესაძლებლობა, პირადად გითხრათ, რომ დღეიდან სასწრაფო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს ხელფასი 100 ლარით გაეზარდათ, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სენაკში სასწრაფოს ექიმებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„აქვე გეტყვით, რომ დღეიდან 30 ლარით იზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია. ასევე, პირველი ივილისიდან პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ბავშვებს სოციალური პაკეტი დამატებით 30 ლარით ეზრდებათ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან და ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, მარტვილში, სენაკსა და ხობში სასწრაფოს რაიონული შენობები გახსნა და სასწრაფოს მედპერსონალთან შეხვედრა გამართა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი რურუას საქმეზე დაცვის სამი მოწმე დაიკითხა
შემდეგი სტატიასამეგრელოში სასწრაფო დახმარების 3 ახალი შენობა გაიხსნა