სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 84 პირი რჩება

სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 84 პირი რჩება, რომელიც გუშინდელ მონაცემთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

ზუგდიდი – 31, წალენჯიხა – 25, ფოთი – 10, ჩხოროწყუ – 7,ხობი – 4, აბაშასა და სენაკში 3-3, მარტვილში 1.

მესტიაში თვითიზოლაციაში არავინ იმყოფება.

სამეგრელოს მასშტაბით თვითიზოლაცია 692-მა პირმა დასრულა.

საქართველოში კორონავირუსის 214 დადასტურებული შემთხვევაა.

გამოჯანმრთელდა 50 პაციენტი. გარდაიცვალა – 3 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას
შემდეგი სტატიათბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლეული 25 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა