სამდაშვილი: რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ეს არის აისბერგის წვერი

თქვენ მემგონი, ვერ ხვდებით, რომ ის, რაც ახლა ხდება ამ ქვეყანაში, ეს არის აისბერგის წვერი, – ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია “ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე მმართველ გუნდს. სამადაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საპატიმროშია, სამართლიან სასამართლოს იმსახურებს და მას ამის უფლება უდნა მიეცეს.

ქვეყანა, სადაც ქვეყნის ყოფილის პრეზიდენტი არის საპატიმროში და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, იმსახურებს სამართლიან სასამართლოს. თქვენ მემგონი ვერ ხვდებით, რომ ის, რაც ახლა ხდება ამ ქვეყანაში, ეს არის აისბერგის წვერი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშლობს, ის არის პატიმრობაში და ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზა და გამოსავალი იმისთვის, რომ მას მიეცეს ის უფლება, რაც არის ადამიანის ძირითადი უფლება, სამართლიანი სასამართლოს, – თქვა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ კახაძე: უკანონო მიყურადება კი არა, ყველაფერი უკანონო დასაგმობია!
შემდეგი სტატიავაშაძე: ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ყველა მივიდეს არჩევნებზე და ყველა კანდიდატს, ვინც არ არის “ქართული ოცნება”, მხარი დაუჭირონ