ვლადიმერ კახაძე: უკანონო მიყურადება კი არა, ყველაფერი უკანონო დასაგმობია!

„უკანონო მიყურადება კი არა, ყველაფერი უკანონო დასაგმობია! ყველაფერი უკანონო! ჩვენ, დეპუტატები იმიტომ ვართ პარლამენტის შენობაში, კანონშემოქმედნი, რომ ისეთი კანონები დავწეროთ, რომელიც პატივს დაიმსახურებს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან და მისი დარღვევის სურვილი არ გაუჩნდება. არა მარტო სურვილი არ გაუჩნდება, არამედ შეეშინდება ამ კანონის დარღვევის. ეს არის ჩვენი მისია“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ.

მან ახალგაზრდა კოლეგებს სიძულვილს ენის დაძლევისკენ მოუწოდა.

„ძალიან გთხოვთ ,პოლიტიკური ველიდან განვდევნოთ სიძულვილის ვირუსი. ეს არის ჩვენი მოვალეობა. ახალგაზრდები მოდიხართ და ძალიან გთხოვთ ახლავე შემაკავებლად აიცერით იმ სიძულვილზე, რომლის სიმძლავრესაც, ჩემდა სამწუხაროდ, ვატყობ ამ თაობაში. გთხოვთ, გაუფრთხილდით თქვენს სახელს, თქვენს ოჯახებს და თქვენს ქვეყანას“, – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი “ოცნების” განცხადებაზე: ვის ასრულებთ ბატონებო და ქალბატონებო, ამ ქვეყნის ნახევარ მილიონ მოქალაქეს?
შემდეგი სტატიასამდაშვილი: რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ეს არის აისბერგის წვერი