სამცხე-ჯავახეთში ბრუცელოზი 12 ადამიანს დაუდასტურდა

სამცხე-ჯავახეთში ბრუცელოზმა იფეთქა. ასპინძის მუნიციპალიტეტუს სოფელ საყუდაბელში, 12 ადამიანს დაუდასტურდა ბრუცელოზი.

სამცხე-ჯავახეთში ხშირია, როგორც პირუტყვის, ასევე ადამიანთა ინფიცირების შემთხვევები, რის გამოც ბრუცელოზის კერად მიიჩნევა ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სოფლები.

როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მზია პაპაშვილი აცხადებს, დაავადებულთა ნაწილი სტაციონარში მკურნალობდა, ახლა კი მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ. მისივე თქმით, სოფელში უკვე იმყოფებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც შესაბამისი ნიმუშები აიღეს.

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია: „ჩვენ ძალიან შორს ვართ ილუზიისგან, რომ რუსეთთან დაახლოება მიგვიყვანს იქამდე, რომ შევრიგდებით აფხაზეთთან და დავბრუნდებით“
შემდეგი სტატიადაკარგული მილიონები, გასანადგურებლად გამზადებული რარიტეტული, იშვიათი წიგნები და ქონება – სახელმწიფო აუდიტმა თსუ-ის შემოწმების სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა