“სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს,“ – გია ვოლსკის “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებს

“რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება.

მმართველი პარტია ამბობს, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ჩააბარა ტესტი. გია ვოლსკის განცხადებით დადასტურდა ის, რომ სასამართლოს თემაზე კითხვები არ არსებობს.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება, სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნებოდა ყველა შემთხვევაში მისაღები, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა. ამჯერად დადასტურდა ის, რომ შეჩერების მექანიზმი მოიხსნა დღის წესრიგიდან და დადასტურდა ის, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა მოსარჩელე მხარემ. სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, სახელმწიფოს და “რუსთავი 2”-ს შორის დავა დამთავრდა იმით, რომ სახელმწიფოს პოზიცია ყველა მუხლში მართებულად იქნა ცნობილი.

banner
წინა სტატიაში“ვაზაგაშვილისა და გოგალაძის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოში დავა სახელმწიფოს მარცხით დასრულდა” – წულუკიანი
შემდეგი სტატია“დღეს ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი”- მამუკა მდინარაძე “რუსთავი 2”-ის საქმეზე საუბრობს