სამადაშვილი – უკრაინული მხარის მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე, არის შესაძლებლობა ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ თუ პოლიტიკური ნება აქვს, მოიძებნოს გადაწყვეტილება

უკრაინული მხარის მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე, არის დამატებით შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თუ პოლიტიკური ნება აქვთ, მოიძებნოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრა სახელმწიფოს ინტერესებში შედის.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული და გადარჩენილი უნდა იყოს, ამიტომ დიდი ხანია მოვუწოდებთ ხელისუფლებას მისი საზღვარგარეთ გადაყვანისკენ. რაც შეეხება უკრაინული მხარის მოთხოვნას ექსტრადიციის თაობაზე, ეს არის დამატებით შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თუ პოლიტიკური ნება აქვთ, მოიძებნოს გადაწყვეტილება სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი პატიმრობა ასევე აღრმავებს ქვეყანაში პოლარიზაციას და ამის გადაჭრა შედის სახელმწიფოს ინტერესებში,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს სახელწმიფო მდივნის მოადგილესთან ბონი ჯენკინთან ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა
შემდეგი სტატიათალაკვაძე – სოსო თოფურიძის განცხადება დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შავი ფულით ფინანსდება, პარტიულ პოლიტიკაში არის გარე და შიდა არალეგიტიმური ჩარევები