26 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი: რასაც კობახიძე აკეთებს, ძალიან სტრუქტურირებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაციაა
შემდეგი სტატია„ყველა, ვინც კობახიძის განცხადებას ისმენს და იცის, რომ მის უკან კიდევ უფრო პოლიტიკური ავადმყოფი ივანიშვილი დგას, ამ რეჟიმის ცვლილების აუცილებლობაში უნდა დარწმუნდეს“- გიგა ბოკერია