საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდნენ. შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს და იმ მექანიზმებზე ისაუბრეს, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.

პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ეუთო/ოდირი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს ყურადღებით დააკვირდება.
„ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რადგან არჩევნები ფაქტობრივად ავტორიტარიზმის რეჟიმის პირობებში ჩატარდება. შეხვედრაზე არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე არ გვისაუბრია და ეს უკვე შემდგომი შეფასების საგანი იქნება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„საერთაშორისო ინსტიტუციების ხელმძღვანელების მხრიდან ასეთი შეხვედრების სიხშირე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მარტო არ არის. საერთაშორისო საზოგადოება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესის მხარდამჭერია და იმ მოვლენებს, რაც საქართველოში ხდება, ძალიან სერიოზულად ადევნებენ თვალყურს.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ „რუსულ კანონზე“. ცნობილია, რომ ოდირის მხრიდან ჯერ კიდევ წინა წელს იყო წარმოდგენილი დეტალური ანალიზი, რომ აღნიშნული კანონი არა მხოლოდ ევროპულ, არამედ საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შეუსაბამობაშია“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორთან შეხვედრას ესწრებოდნენ: ხატია დეკანოიძე, ჰერმან საბო, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ვაშაძე და ანა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას “პარანოიულ ბოდვას” უწოდებს
შემდეგი სტატიაშვედეთის არმიის მეთაურის თქმით, რუსეთს გოტლენდის კუნძულის დაკავება სურს