სამადაშვილი – სინამდვილეში ღარიბაშვილმა რაც თქვა არის ის, რომ ივანიშვილი უარს ამბობს ევროპულ გზაზე

რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირებით, ევროკავშირს „ოცნებამ“ უთხრა, რომ საქართველოში ამას ხალხი არა, ბიძინა განსაზღვრავს, ამიერიდან და დიდი ხნით… – ამიტომ, სინამდვილეში ღარიბაშვილმა რაც თქვა არის ის, რომ ივანიშვილი უარს ამბობს ევროპულ გზაზე,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, ამასთან, „არც ევროკავშირია მზად გაფართოებისთვის“.

“რა მოგვატყუა ღარიბაშვილმა გუშინ, როდესაც განაცხადა, რომ თუ რუსული კანონია დაბრკოლება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ახლა ხომ არ ვართ მაინც მზად გასაწევრიანებლად, როცა მზად ვიქნებით, გავაუქმებთ ამ კანონს, რა პრობლემააო. სინამდვილეში-რუსული კანონის მიღება არის დეკლარირება, რომ საქართველო დღეს კი არა, არასდროს არ იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თუ ბიძინა ივანიშვილი დარჩება ხელისუფლებაში. რატომ?

ამ კანონის ნამდვილი მიზანია: საქართველოში დემოკრატიის, მედია და პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვა და არჩევნების ბუტაფორიად გადაქცევა.

ევროპულ სახელმწიფოში ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ მართავს ქვეყანას, არჩევნების გზით.

რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირებით, ევროკავშირს „ოცნებამ“ უთხრა, რომ საქართველოში ამას ხალხი არა, ბიძინა განსაზღვრავს, ამიერიდან და დიდი ხნით…

ამიტომ, სინამდვილეში ღარიბაშვილმა რაც თქვა არის ის, რომ ივანიშვილი უარს ამბობს ევროპულ გზაზე.

შესაბამისად, არჩევანი, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს 2024-ში არის მარტივი – ან ევროპა ან ბიძინა და რუსეთი”,- წერს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმმართველი გუნდი “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს
შემდეგი სტატიაგერმანელი დეპუტატი – რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველომ, შესაძლოა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი დაკარგოს