სამადაშვილი: პოლიციელების ამნისტიას დაზარალებულების თანხმობა დავამატოთ

“ამნისტიის კანონში შეიძლება ჩაიწეროს მხოლოდ და მხოლოდ ამნისტირება კონკრეტულ მუხლებთან მიმართებით. რაც ნიშნავს, რომ ეს კანონი ზოგადი კი არ იქნება, არამედ იქნება კონკრეტული და შეეხება კონკრეტული მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებულ ან მისჯილ პირებს. მოქალაქეების მხრიდან არის 16 ადამიანი, რომელიც ამ კატეგორიას ექვემდებარება, გარდა ნიკა მელიასი.. და საუბარია 3 პოლიციელზე, რომელიც ბრალდებულია თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის.

საუბარია იმაზე, რა ფორმით უნდა მოხდეს ამნისტიის კანონის გაფორმება. ჩემი აზრია და ვფიქრობ, რომ ბევრი კოლეგა ამას იზიარებს – პოლიციელების შემთხვევაში ამას უნდა დავამატოთ დაზარალებული მხარის თანხმობა. ამ ყველაფერზე მსჯელობა გაიმართება კანონის მიღების პროცესში”, – ამბობს სალომე სამადაშვილი “ლელო საქართველოსთვის” ოფისში, ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიშავგულიძე: ჩვენი სურვილია, 20 ივნისის საქმეებზე ამნისტია განხორციელდეს დაზარალებულთა თანხმობით
შემდეგი სტატიაბურჯანაძე: ეს დოკუმენტი არც ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაა, არც კრიზისიდან გამოყვანა