ბურჯანაძე: ეს დოკუმენტი არც ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაა, არც კრიზისიდან გამოყვანა

“არასწორი შედეგი დაიდო, შესაძლებელი იყო, გაცილებით უკეთესი შედეგი დადებულიყო, ამ პარტიებს რომ არ დაეწყოთ ყოყმანი, რყევა და არ დაეყენებინათ პარტიული ინტერესი საერთო ინტერესებზე მაღლა”, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ხელმოწერა იჩქარეს.

„არასწორი შედეგი დაიდო, შესაძლებელი იყო, დადებულიყო გაცილებით უკეთესი შედეგი, ამ პარტიებს რომ არ დაეწყოთ ელემენტარულად ყოყმანი, რყევა და არ დაეყენებინათ პარტიული ინტერესი საერთო ინტერესებზე მაღლა. გასაგებია, ყველა იტყვის, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი გადაარჩინეს, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას უშველეს და ა.შ. ვინ იტყვის, საკუთარი პარტიული ინტერესებიდან მივიღეთ გადაწყვეტილებაო, მაგრამ ეს დოკუმენტი არც ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაა, არც კრიზისიდან გამოყვანა, რადგან კრიზისი არ განიმუხტება არც ერთ შემთხვევაში, ვიდრე ნიკა მელია ციხეშია და პოლიტიკური დევნის საკითხი არ გადაწყვეტილა, არ დანიშნულა ვადამდელი არჩევნები. რა თქმა უნდა, იჩქარეს ხელმოწერა.

ჯერ ერთი, სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა ასეთი კლიშე, რომ არიქა და არ შეედავო ევროპას და ამერიკას, რომ რაღაცა არ დაგბრალდეს. ძახილი, რომ თურმე, რუსეთი იქნებოდა ბედნიერი, თუ პარლამენტში პარტიები არ შევიდოდნენ, არის სასაცილო. რუსეთი დღეს არის ბედნიერი, როდესაც საქართველომ მიიღო ის პარლამენტი, როგორიც მიიღო, როცა გაპრავდა რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი პარლამენტი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: პოლიციელების ამნისტიას დაზარალებულების თანხმობა დავამატოთ
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: ხვალ უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ