სამადაშვილი: ორივე მხარემ რაიმე ცვლილებებზე მხოლოდ მედიატორების თანამონაწილეობით შეიძლება ვისაუბროთ

„ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია და რაიმე ცვლილებებზე საუბარი შეიძლება გავმართოთ ორივე მხარემ მხოლოდ მედიატორების თანამონაწილეობით, ამიტომ ხვალ ყველაფერი წავა ისე, როგორც იყო დაგეგმილი. ვნახოთ, თუ მოხდება შეთანხმება „ქართულ ოცნებასთან“ ამნისტიის კანონპროექტზე საერთო პოზიციაზე“, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნიკა მელიას მონახულებას აპირებს.

„იცით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი შესაბამისი ვერსია. მნიშვნელივანია, ჩვენ გადავდგათ პირველი ნაბიჯები შეთანხმების შესრულების გზაზე და შემდგომ მე ვაპირებ ნიკასთან ვიზიტს საპატიმროში, თუ შევძლებ ხვალვე, თუ არა და მაქსიმუმ ზეგ. მასთან პირადად ვისაუბრებ იმ სურათზე, რაც გამოიკვეთება ხვალინდელი დღის შემდეგ. ჯერ უნდა მივყვეთ იმ პროცესს, რომელიც არის დაწყებული. იცით, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით ამნისტიის შესახებ კანონს, გარდა იმ შემთხვევისა, რაზეც იყო შეთანხმება. ამიტომ, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. კანონპროექტის როგორც შეტანა, ისე უკან გამოწვევა ყოველთვის შეიძლება, ამიტომ ჩვენ ამისთვის ჯერ დრო გვაქვს. ჯერ მნიშვნელოვანია, ხვალ დავიწყოთ შეთანხმების შესრულება და არანაირად არ მივცეთ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ შეთანხმების ჩაშლა შემოუბრუნოს ოპოზიციას, რადგან ეს შეთანხმება ჩვენს ხელში არის ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი, რომ შევძლოთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ თორია: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის გამო 42 საბავშვო ბაღი დახურულია, 37 სკოლა კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
შემდეგი სტატია,,მეტრო ლოგისტიკსი“ ლოგისტიკის აკადემიაში მსმენელების მიღებას იწყებს