,,მეტრო ლოგისტიკსი“ ლოგისტიკის აკადემიაში მსმენელების მიღებას იწყებს

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია ,,მეტრო ლოგისტიკსი“ ახალ პროექტს, ლოგისტიკის აკადემიას იწყებს. შერჩეული მონაწილეები შესყიდვების, საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოგისტიკური პროცესების სრული ციკლის შესახებ ცოდნას დარგის მოქმედი სპეციალისტებისგან მიიღებენ.

,,ერთი თვის განმავლობაში, კურსის მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. რაც მთავარია, აკადემიის ყველა ლექტორი პრაქტიკოსია, რაც იმას ნიშნავს, რომ კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილითაა გაჯერებული. კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტაჟირება გაიარონ ჩვენ კომპანიაში“ – ამბობს ,,მეტრო ლოგისტიკსის“ აღმასრულებელი დირექტორი, თემურ გუმბერიძე.

კურსი ერთ თვიანია. შერჩეული მონაწილეების სწავლის ხარჯებს ,,მეტრო ლოგისტიკსი“ სრულად დაფარავს.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: ორივე მხარემ რაიმე ცვლილებებზე მხოლოდ მედიატორების თანამონაწილეობით შეიძლება ვისაუბროთ
შემდეგი სტატიახოშტარია ოპოზიციას: არ დაუჭიროთ მხარი ამნისტიას და არ გახდეთ ჯალათების პატიების მონაწილეები