სამადაშვილი ივანიშვილზე: მოატყუა საერთაშორისო საზოგადოება და არანაირი მართლმსაჯულების რეფორმა არ მიმდინარეობს

ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგია სრულად გააკონტროლოს სასამართლო სისტემა, ამიტომ მოატყუა საერთაშორისო საზოგადოება და არანაირი მართლმსაჯულების რეფორმა არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ის პროცესი, რაც დღეს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, საერთოდ არ ტოვებს სივრცეს, რომ ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღოს.

„ახლა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდა, რომ უფრო უნდა შევიწროვდეს ყულფი მოსამართლეების კისერზე, რომ კარგად, ბოლომდე გააკონტროლონ ისინი. ამ ცვლილებებს არანაირი სხვა დანიშნულება არ აქვს გარდა იმისა, რომ სასამართლო სისტემა ბოლომდე დაუქვემდებაროს ივანიშვილის კლანს. საქართველოს პარლამენტი ერთადერთი დღის წესრიგით მოქმედებს – შეასრულოს ყველა პოლიტიკური დავალება, რაც არის გაცემული მმართველი ოლიგარქიული რეჟიმის მიერ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ის პროცესი, რაც მიმდინარეობს პარლამენტში საერთოდ არ ტოვებს სივრცეს იმისათვის, რომ ოპოზიციამ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა, თუნდაც მოსამართლის კანდიდატურის განხილვაში, რადგან ეს პროცესი მიმდინარეობს იმ შეთანხმებების დარღვევით, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით და ცხადია, რომ შესაბამისად, ამაში ვერ მივიღებთ მონაწილეობას. ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების, რეზოლუციების და სხვა საკითხების განხილვა უმრავლესობას არ სურს და შესაბამისად, ვიღებთ აი, იმას, რასაც ვიღებთ და სწორედ, ამიტომ არის საქართველოს პარლამენტის ნდობა საზოგადოებაში ისტორიულ მინიმუმზე დასული“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითოლორაია „ოცნებას“ – რას უპირებთ თანამშრომლებს? არჩევით თანამდებობებში ჩაერევით და ეტყვით: „ლონდა დატოვე, გიორგი გაუშვი, სალომე დატოვე, სოფო გაუშვი?
შემდეგი სტატიათოლორაია: მე თურმე აგერ წინადადებას ვწერ სამსახურის გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხო წინადადებას წერთ გაუქმებაზე