სალომე ზურაბიშვილი – შეწყალების კომისიის წევრები შეირჩევიან საანდოობით, სინდისით, ჩემი დისკრეციით

შეირჩევიან საანდოობით, სინდისით, ჩემი დისკრეციით, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც შეწყალების კომისიის წევრების დაკომპლექტების საკითხს ეხებოდა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე უარყო ინფორმაცია, რომ ნათელა მაჭავარიანი შეიძლება განიხილებოდეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად.

“სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ნათელა მაჭავარიანი არ არის გათვალისწინებული შეწყალების კომისიის არც თავმჯდომარედ და არც წევრად. ეს იქნებოდა მისთვის მძიმე ტვირთი და როგორც მეგობარი მას არ ვუსურვებ ამას”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი – დ.ღ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და შემსუბუქება, არ გულისხმობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას
შემდეგი სტატიაგერმანიის ქალაქების სასამართლოებში აფეთქების მუქარის გამო ევაკუაცია მოხდა