გერმანიის ქალაქების სასამართლოებში აფეთქების მუქარის გამო ევაკუაცია მოხდა

გერმანიის ქალაქების სასამართლოებში აფეთქების მუქარის გამო პარასკევს ევაკუაცია მოხდა. საუბარია პოტსდამის, მაგდებურგის, ერფურტის, ვისბადენისა და კილეზე – სააგენტო dpa ავრცელებს. ბომბის შესახებ ანონიმური შეტყობინებები ელექსტონული ფოსტით მიიღეს. მათი ავტორი, როგორც სამართალდამცველები იტყობინებიან, ფედერალურ დონეზე ტერაქტით იმუქრებოდა.

უკანასკნელი კვირების მანძილზე გერმანიის ქალაქების სასამართლოები ხშირად იღებდნენ მსგავს მუქარას. ბომბის შესახებ ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურებულა – ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – შეწყალების კომისიის წევრები შეირჩევიან საანდოობით, სინდისით, ჩემი დისკრეციით
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ნარკომანიაზე – არ მიმაჩნია, რომ ციხის სასჯელი იყოს პასუხი ამ ძალიან სერიოზულ სენზე