სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.

ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს; საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ეკონომიკურ საკითხებში ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.