სალომე ზურაბიშვილი – ყველა ფაქიზი თემა გამოყენებულია წინასაარჩევნოდ ვითომდა ჩემს წინააღმდეგ, სინამდვილეში კი საქართველოს წინააღმდეგ

ყველა ფაქიზი თემა გამოყენებულია წინასაარჩევნოდ, ვითომ და ჩემს წინააღმდეგ, სინამდვილეში კი საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა და საჭირო იყო შეხვედრა იმ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რომლებიც ჩამოდიან და აკვირდებიან არჩევნების პროცესს. ვისაუბრეთ, თუ როგორი არაევროპული კამპანია ჩატარდა, როგორ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა და ყველა იმ საკითხზე, რომელიც შესაძლოა, გახდეს დაპირისპირების მიზეზი საქართველოში. ყველა ეს ფაქიზი თემა გამოყენებულია წინასაარჩევნოდ, ვითომ და ჩემს წინააღმდეგ, სინამდვილეში კი საქართველოს წინააღმდეგ. ეს კი არის იმ ერთიანობისა და თანასწორობის პრინციპების დარღვევა, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ აქამდე. არავის აქვს უფლება, გაიტანოს ინფორმაცია, ვითომდა ამ ქვეყანაში პრინციპები აღარ არის და ქვეყანა არღვევს მის პრინციპებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ავტომობილი ამობრუნდა – მძღოლი დაშავებულია
შემდეგი სტატია“2008 წელს რუსულმა ტანკებმა გადმოკვეთეს საქართველოს ტერიტორია”