“2008 წელს რუსულმა ტანკებმა გადმოკვეთეს საქართველოს ტერიტორია”

2008 წელს რუსულმა ტანკებმა გადმოკვეთეს საქართველოს ტერიტორია, ეს ქართველებს არ გაუკეთებიათ – ეს განცხადება, ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერმა გააკეთა.

კრამერი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ომში დამნაშავე რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინია, რადგან სწორედ რუსულმა ტანკებმა გადმოკვეთეს საქართველოს ტერიტორია და საქართველოს ტერიტორიების ანექსია ისევ გრძელდება.

“რაც შეეხება 2008 წელს, საქართველოს ტერიტორია სწორედ რუსეთის ტანკებმა გადმოკვეთეს ეს ქართველებს არ გაუკეთებიათ. აშკარაა, რომ დამნაშავე რუსეთია პუტინის ხელმძღვანელობით. მათ აქვთ ტერიტორიების 20% ოკუპირებული და განაგრძობენ მცოცავ ანექსიას“-აცხადებს დავიდ კრამერი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ყველა ფაქიზი თემა გამოყენებულია წინასაარჩევნოდ ვითომდა ჩემს წინააღმდეგ, სინამდვილეში კი საქართველოს წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ეს სიტყვები პირდაპირ დაწერეთ: „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ სალომე პრეზიდენტად გაათრიოს!