სალომე სამადაშვილი : საპროტესტო აქციებში მონაწილეობა საქართველოს ყველა მოქალაქის მოვალეობაა, ჩავთვალოთ, ეს ჩვენი სამსახურია

ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიციაა, რომ ამ არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და არ მიიღებს ქართველი ხალხი, ამიტომ გრძელდება პროტესტი. კვირას ვგეგმავთ მასშტაბურ აქციას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა საქართველოს ყველა მოქალაქის მოვალეობაა.

„არჩევნების შედეგები, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რეალობას არ ასახავს. ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიციაა, რომ ამ არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და არ მიიღებს ქართველი ხალხი, ამიტომ გრძელდება პროტესტი. კვირას ვგეგმავთ მასშტაბურ აქციას, მრავალი ათობით ათასი თუ არა, ასობით ათასი ადამიანის მონაწილეობით და ჩვენ ხელისუფლებისგან ვითხოვთ: საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას, შეუძლებელია, თამარ ჟვანიამ პასუხი არ აგოს იმაზე, რაც მან გააკეთა 31 ოქტომბერს. ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რომელიც იქნება სამართლიანი, თავისუფალი და მისცემს ქართველ ხალხს საკუთარი პოლიტიკური ნების დაფიქსირების შესაძლებლობას.

მინდა, ქართველ ხალხს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელიც ოპოზიციას გამოუცხადეთ. პოლიტიკური ვითარება უნდა შევცვალოთ თქვენთან ერთად. ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა, ახლა ყოველდღე პარლამენტთან აქციაზე მისვლა და მიმაჩნია, კვირას ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციაში ჩართვა საქართველოს ყველა მოქალაქის მოვალეობაა, ჩავთვალოთ, ეს ჩვენი სამსახურია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 351 ნიმუშებიდან 114 -ზე დადებითი პასუხია
შემდეგი სტატიაანზორ ბიწაძე – საერთაშორისო ორგანიზაციებს დარღვევებზე ინფორმაციას მივაწვდით, რის შემდეგაც გარკვეულწილად, მათი დასკვნებიც შეიცვლება