ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 351 ნიმუშებიდან 114 -ზე დადებითი პასუხია

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 351 ნიმუშებიდან 114 -ზე დადებითი პასუხია.

აქედან 89 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 16 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, 3 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, 2 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, ასევე 2 შემთხვევა გვაქვს სენაკში, 1 შემთხვევა გვაქვს ფოთში და 1 შემთხვევა ხობში.
მათი ნაწილი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 123 კოვიდ პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 42 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 83 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 112 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : საპროტესტო აქციებში მონაწილეობა საქართველოს ყველა მოქალაქის მოვალეობაა, ჩავთვალოთ, ეს ჩვენი სამსახურია