საკრებულოს დეპუტატის მიერ განხორციელებული სავარაუდო ძალადობა – სახალხო დამცველი გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 7, 2019 10:07

საკრებულოს დეპუტატის მიერ განხორციელებული სავარაუდო ძალადობა – სახალხო დამცველი გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს

თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ, მისივე თანაშემწის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობა – სახალხო დამცველმა ინფორმაციის მისაღებად გენერალურ პროკურატურას მიმართა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ომბუდსმენის აპარატი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს.

“საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას ეფექტურად წარიმართოს გამოძიება, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყველა ეჭვი საქმის მიკერძოებით თუ პოლიტიკური ინტერესით განხილვის მიმართულებით” – წერია განცხადებაში.

მნიშვნელოვნად მიიჩნევს ომბუდსმენი სავარაუდო მსხვერპლის დაცვის და დახმარების მიმართულებით საქმეში ყველა შესაბამისი უწყების აქტიურ ჩართულობას.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 7, 2019 10:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics