გამოძიების მიმდინარეობისას არ უნდა დატოვოს მანდატი, რადგან ეს შეიძლება არის არასწორი ინფორმაცია – კალაძე ჯიშკარიანზე

გამოძიების მიმდინარეობისას არ უნდა დატოვოს მანდატი, რადგან ეს შეიძლება არის არასწორი ინფორმაცია – თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ილია ჯიშკარიანმა, რომელსაც საკრებულოს თანამშრომელი, თამთა თოდაძე, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, დეპუტატის მანდატი არ უნდა დატოვოს. მისი თქმით, შესაძლოა, გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყოს.

“თუ მას დაუმტკიცდება, რა თქმა უნდა, გამოძიების წინაშე უნდა აგოს პასუხი. მე მგონია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას არ უნდა დატოვოს მანდატი, რადგან ეს შეიძლება არის არასწორი ინფორმაცია. თუ მას ასეთი რამ აქვს ჩადენილი, რაც ჩემთვის, როგორც კაცისთვის, ადამიანისთვის, ქალაქის მერისთვის არის ძალიან მძიმე, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება. შესაბამისი უწყებები იმოქმედებენ ისე, როგორც კანონს შეეფერება”,- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს დეპუტატის მიერ განხორციელებული სავარაუდო ძალადობა – სახალხო დამცველი გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი – ზუგდიდში ჩატარებულმა შიდა კვლევამ მმართველი პარტია შოკში ჩააგდო