საკოორდინაციო საბჭო დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს

ხვალ საბჭოზე სხვა დამატებით ღონისძიებებზე ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის ვნახავთ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგებს, მინისტრი აღნიშნავს, რომ ამის შედეგია „დასტაბილურებული მდგომარეობა პირველ რიგში აჭარაში და თბილისში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ შედეგების შეფასებისთვის საჭიროა 2 კვირა. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა გასული, საჭიროა დაველოდოთ. ასევე, ჩვენ ხვალ საბჭოზე ვიმსჯელებთ სხვა დამატებით ღონისძიებებზე, გამომდინარე იქიდან, თუ რა ეპიდვითარება გვაქვს დღეს“, – აღნიშნავს ტიკარაძე.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ბოლო 1 კვირაში დაწესებული შეზღუდვების მკაცრი კონტროლი მნიშვნელოვანია, ვინაიდან „ სწორედ ეს განაპირობებს იმ დადებით შედეგს, რომლის მოლოდინიც ჯანდაცვის სექტორს და მოქალაქეებს გააჩნიათ“.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – ეპიდვითარების გაუარესება მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების და რეგულაციების შეუსრულებლობამ განაპირობა
შემდეგი სტატიათეა ახვლედიანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „სინოფარმით“ აიცრა