ტიკარაძე – ეპიდვითარების გაუარესება მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების და რეგულაციების შეუსრულებლობამ განაპირობა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების და რეგულაციების შეუსრულებლობამ განაპირობა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სპეციალისტების გაფრთხილებები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოსახლეობას დაეჯერებინა, რამხელა რისკი და საფრთხე არსებობდა.

„ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებდა, რომ თავი უნდა აგვერიდებინა ნებისმიერი მასობრივი ღონისძიებებისგან, მათ შორის 400-700 -კაციანი ქორწილებისგან და ასევე, ხალხმრავალი ქელეხებისგან. სამწუხაროდ, ეს გაფრთხილებები და რეკომენდაციები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეჯერებინა, თუ რამხელა რისკისა და საფრთხის წინაშე ვიდექით. ამის შედეგი გახლავთ სწორედ ის, რაც დღეს მივიღეთ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირას იმსჯელებენ, რომ პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც მესამე დოზით აიცრება
შემდეგი სტატიასაკოორდინაციო საბჭო დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს