“საკონტრაქტო პირობებზე შეიარაღებული ძალების გადასვლის ინიციატივა ირაკლი ალასანიას მხრიდან გაჟღერდა”

ხელისუფლებას და მმართველ კოალიციას შეუძლია გათელოს ყველა ინსტიტუტი

“ირაკლი ალასანიას ინიციატივა იყო, რომ 2016 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები თავიდან ბოლომდე საკონტრაქტო პირობებზე გადასულიყო,” განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე:

„2012 წელს, როდესაც ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, საკონტრაქტო პირობებზე შეიარაღებული ძალების გადასვლის ინიციატივა მისი მხრიდან გაჟღერდა. ეს იყო პოზიცია, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის და აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდეს როგორც მობილური, სწრაფი და ქმედუნარიანი. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით პოზიტიურია და ამ რეფორმის ინიციატივა ეკუთვნის ირაკლი ალასანიას. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, დროც ასე იყო განსაზღვრული, რომ ეს ყველაფერი 2016 წელს უნდა მომხდარიყო, თუმცა რა ვითარებაში მოხდა ამ საკითხის შეთანხმება პრემიერ-მინისტრთან თუ საქართველოს პრეზიდენტთან, ჩემთვის უცნობია. ეს მათი ხელისუფლების საქმეა და მათ უნდა გააკეთონ ამ თემასთან მიმართებაში განმარტებები. მაშინ, როცა უმრავლესობის წევრები გამოდიან და ამას თავნებობას უწოდებენ, როგორც მინიმუმ მიუღებელია, რადგან ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყველაფერი ეხება შეიარაღებულ ძალებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში EgyptAir-ის თვითჩამწერი აღადგინეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: აუცილებლად შემოვიღებთ ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების სწორ სისტემას