საფრანგეთში EgyptAir-ის თვითჩამწერი აღადგინეს

1 (1)პარიზში წარმატებით აღადგინეს ხმელთაშუაზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავ А320 -ის თვითჩამწერი, რომელიც ეგვიპტურ კომპანიას ეკუთვნოდა.
ახლა მუშაობა მიდის ხმის რეგისტრატორის აღდგენაზე.
თვითჩამწერი ქაიროდან პარიზში მას შემდეგ გადაიტანეს, რაც ადგილზე ვერ მოხერხდა მისი გაშიფრვა დაზიანებების გამო.

რეგისტრატორები ისევ ქაიროში გაიგზავნება მონაცემების ანალიზისთვის.
შეგახსენებთ, რომ А320 19 მაისს პარიზიდან ქაიროში მიფრინავდა, როცა მან ხმელთაშუაზღვაში კატასტროფა განიცადა.
16 და 17 ივნისს ორივე “შავი ყუთი” იპოვეს, რომელის დაზანებების გამო დღემდე ვერ იქნა გაშიფრული.

თვითმფრინავის ბორტზე 12 ქვეყნის 66 მოქალაქე იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: არგუმენტები რომ შემოგელევათ ვიცი მაგრად შემაგინებთ
შემდეგი სტატია“საკონტრაქტო პირობებზე შეიარაღებული ძალების გადასვლის ინიციატივა ირაკლი ალასანიას მხრიდან გაჟღერდა”