საყდრისის დანაშაულის გამოძიების მეოთხე მცდელობა: ნაციონალური მოძრაობის ფრაქციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა დაარეგისტრირა

საყდრისის დანაშაულის გამოძიების მეოთხე მცდელობა: ნაციონალური მოძრაობის ფრაქციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა დაარეგისტრირა – რომან გოცირიძის პირველი კომენტარი.

ბატონო რომან, ევროპული საქართველო კომპანია ”არემჯი გოლდის” საქმიანონასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, ორშაბათის ბიუროს სხდომაზე იგივე საკითხი დააყენეთ თქვენ?
ბიუროზე დავაყენეთ და კანცელარიაში დავარეგისტრირეთ კიდევაც უკვე. თუ სხვებსაც უნდათ, რომ შემოგვიერთდნენ, ეს მათი ნებაა. როგორც რუსები იტყვიან, ”Кашу маслом не испортишь”

-რის გამოძიებას ითხოვთ ამ კომისიის შექმნით?

მსოფლიო მნიშვნელბის კულტურული ძეგლის, საყდრისის აფეთქების გარემოებების, ეკოლოგირი ნორმების უხეში დარღვევების, ხელისუფლების მიერ ამ კომპანიისადმი მიწების სიმბოლურ ფასად გადაცემისა და სხვა შესაძლო კორუფციული გარიგებების ფაქტების შესახებ.
ამ კომისიის შექმნას ჯიუტად არიდებდა თავს ქართული ოცნების წინა მოწვევის პარლამენტი. სამჯერ იქნა დარეგისტრი მოთხოვნა კომისიის შესახებ-ერთხელ თავისუფალი დემოკრატების და ორჯერ ნაციონალური მოძრაობის მიერ. სამივეჯერ უარი ეთქვა. ახლა მეოთხე მცდლობაა. განსხვავებული რეალობაა, პრობლემები კიდევ უფრო დამძიმებულია, საზოგადოების, არასამთავროების, პარტიების მოთხოვნა უფრო მკაცრი და პრინციპულია. ამიტომ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პარლამენტი ყურად იღებს ხალხის მოთხოვნებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება სრულიად აცდენილია რეალობას- სამადაშვილი
შემდეგი სტატიააფხაზეთის მოსახლეობა რუსეთში ხილ-ბოსტნეულის გატანის შეზრუდვის გამო უკმაყოფილოა