აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთში ხილ-ბოსტნეულის გატანის შეზრუდვის გამო უკმაყოფილოა

რუსეთის ფედერაციის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 12 მარტიდან აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციაში ხილ-ბოსტნეულის გატანა აიკრძალა – აკრძალვის მიზეზია ფაროსანაა.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მცენარეთა ინსპექციის ხელმძღვანელმა არკადი ჯინჯოლიამ დღეს მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, არ შეშფოთდნენ რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რადგანაც, საკარანტინო პერიოდი, სავარაუდოდ, დიდი ხანი არ გაგრძელდება. მისი თქმით, რუსეთმა საზღვარზე გააძლიერა ინსპექცია, რომ მაქსიმალურად გამორიცხონ აფხაზეთიდან გატანილ ჩანთებში მავნებლის არსებობა. ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ მან რუსეთის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ინსპექციას წერილით მიმართა, რომლის საფუძველზეც ის საკარანტინო პერიოდის მაქსიმალურად შემცირებას ვარაუდობს.

მავნებელი ევროაზიული ეკონომიკური ზონის საკარანტინო ობიექტების ჩამონათვალშია, დოკუმენტი 2016 წლის 30 ნოემბერს მიიღეს. რუსეთის ფედერაციის ზედამხედველობის სამსახურის თქმით, მავნებელი უკიდურესად სწრაფად ვრცელდება რუსეთის ფედერაციაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაყდრისის დანაშაულის გამოძიების მეოთხე მცდელობა: ნაციონალური მოძრაობის ფრაქციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა დაარეგისტრირა
შემდეგი სტატიავხედავ, არსებობს პოლიტიკური ნება, საქართველო იყოს მეტად ღია და გახსნილი უმცირესობების მიმართ