,,სახალხო დამცველის მანდატი სხვა ქვეყანაში არ ვრცელდება, თუმცა საქართველოში სასამართლო დავებს, სადაც სააკაშვილი ფიგურირებს, ვაკვირდებით”

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილ ბოლო განაჩენს, რომლითაც სააკაშვილს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა, სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს და შესაბამის პოზიციებსაც დააფიქსირებს.

ნინო ლომჯარია ჟურნალისტებთან გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის მანდატი სხვა ქვეყანაში არ ვრცელდება, თუმცა საქართველოს სასამართლო დავებში სააკაშვილი ფიგურირებს, რასაც ომბუდსმენის აპარატი აკვირდება კიდეც.

”ჩემი მანდატი არ ვრცელდება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირებზე. განსაკუთრებით, როდესაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ერთადერთი, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს, ეს არის ის სასამართლო დავები, სისხლის სამართლის წარმოების საქმეები, რაც მიმდინარეობს დღეს საქართველოში. ჩვენ ამ პროცესებს ყველაფერს ვაკვირდებით. განსაკუთრებით ბოლო გადაწყვეტილებას, რაც დადგა შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ვსწავლობთ და გვექნება შესაბამისი პოზიციები. მხოლოდ ეს არის ის, რაზეც შემიძლია ვისაუბრო მე, როგორ სახალხო დამცველმა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშისტუ- რჩეული უნივერსიტეტის ვარსკვლავით დაჯილდოვდა
შემდეგი სტატიავაპირებთ მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები, რათა ჩავატაროთ ალტერნატიული ექსპერტიზა