სტუ- რჩეული უნივერსიტეტის ვარსკვლავით დაჯილდოვდა

მედია-ჰოლდინგ „თბილისელების“ 17 წლის იუბილე მედია-კავშირმა საზეიმოდ აღნიშნა. ჟურნალისტებმა ის უნივერსიტეტები, ბიზნესმენები და ორგანიზაციები დააჯილდოვა, რომელთაც „თბილისელების“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით მოსახლეობის უმეტესობამ დაუჭირა მხარი.

საზეიმო ღონისძიებას, რომელიც 11 თებერვალს მცხეთაში, რესტორან-მუზეუმ „გუჯარში“ შედგა, ხელისუფლების წარმომადგენლების: კახა კალაძე, კახა კახიშვილი, ანზორ ჩუბინიძე, სოზარ სუბარის და სხვების გარდა, ესწრებოდნენ ბიზნესმენები, ცნობილი ექიმები, სხვადასხვა უნივერსიტის წარმომადგენლები.

მედია-ჰოლდინგ „თბილისელების“ მიერ დაჯილდოვებულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც რჩეული უნივერსიტეტის ვარსკვლავი გადაეცა განათლების სისტემაში შეტანილი წვლილისთვის.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის საკრებულოს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო უკვე მესამედ გადაიდო
შემდეგი სტატია,,სახალხო დამცველის მანდატი სხვა ქვეყანაში არ ვრცელდება, თუმცა საქართველოში სასამართლო დავებს, სადაც სააკაშვილი ფიგურირებს, ვაკვირდებით”